ახალი ამბები

გურჯაანში მოზარდი პნევმატური იარაღით დაიჭრა

9 ოქტომბერი, 2023 • 1128
გურჯაანში მოზარდი პნევმატური იარაღით დაიჭრა

გურჯაანში 9 წლის მოზარდი პნევმატური იარაღით დაიჭრა.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვები, სავარაუდოდ, ე.წ. კისტის თოფით თამაშობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი