უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს. მისალოც განცხადებაში ის ყურადღებას ამახვილებს ქართველი და უკრაინელი ხალხის საერთო ღირებულებების – თავისუფლებისა და ღირსების გაგებაზე.

“ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ორ ერს მრავალწლიანი ურთიერთობა და თავისუფლებისა და ღირსების ერთნაირი გაგება აკავშირებს.

საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერეს და კეთილდღეობას. იმედს ვამყარებთ ურთიერთსასარგებლო კომუნიკაციაზე და უკრაინა ამ მიმართულებით წინსვლისთვის მზად არის “, – წერს ზელენსკი.

ამავე თემაზე: