თბილისში, მარუაშვილის ქუჩაზე, 472 კვ/მ მიწის ნაკვეთი მთავრობამ საპატრიარქოს 1 ლარად გადასცა.

მთავრობის  განკარგულება, რომლითაც საპატრიარქოსთვის მიწის ნაკვეთი გადაეცა, 31 ივლისით თარიღდება.

როგორც განკარგულებაში წერია, საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და თბილისში, მარუაშვილის ქუჩა  № 50-ში მდებარეობს.