ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრგორიადისის პოლიციამ პარლამენტის უკან კარავი არ გააშლევინა. კადრებში, რომლბეიც გრიგორიადისის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა, ჩანს, რომ პოლიციამ კაცს კარავი ხელიდან გამოსტაცა.

ადგილზე დააკავეს ერთ-ერთი აქტივისტიც.

„სცემეს, ისე დააკავეს.. დღეს მთელი დღე გროვდებიან ამდენი, რადგან რაღაც გაგვიკეთონ, შეგვაშინონ. მე არ შემეშინდება.. მე ვიბრძვი ბოლომდე, დილეგში მირჩევნია ჩამსვან, ვიდრე ამათ ქვეშ ვიარო“, – ამბობს გრიგორიადისი. იგი აქ მეორე დღეა აქციას მართავს.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ადგილზე დაკავებულია ერთი პირი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით – რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წაიკითხეთ ასევე: