კომენტარი

„მიმალვა რომ მნდომებოდა, მივიმალებოდი“ – ლაზარეს სიტყვა სასამართლოზე

1 მაისი, 2023 • 1624
„მიმალვა რომ მნდომებოდა, მივიმალებოდი“ – ლაზარეს სიტყვა სასამართლოზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო მიმდინარეობს. სასამართლოზე მოკლე სიტყვით გამოვიდა თავად ლაზარე გრიგორიადისიც.

სასამართლოს მიმდინარეობისას გრიგორიადისის ადვოკატებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება. პროკურატურა ამბობს, რომ გრიგორიადისის მიმალვისა და ხელახალი დანაშაულის რისკი არსებობს.

ამის საპასუხოდ დაცვის მხარე მიუთითებს, რომ გრიგორიადისი 8-9 მარტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დააკავეს და მას არ უცდია მიმალვა, დაკითხულია პრაქტიკულად ყველა მოწმე, ჩატარებულია ექსპერყიზები და არ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

ადვოკატების თქმითვე, აქციებზე დაკავებულ სხვა პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, ლაზარე გრიგორიადისი კი ერთადერთი დაკავებული ბრალდებულია.

მიმალვის რისკს რამდენიმე სიტყვით გამოეხმაურა თავად გრიგორიადისიც. მან თქვა:

„მიმალვასთან დაკავშირებით ვიტყვი – მიმალვა რომ მდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში მივიმალებოდი. ტანსაცმელი დაკავებისას რაც მეცვა, ის მეცვა აქციაზე“, – თქვა გრიგორიადისმა.

განახლება: ლაზარე მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მისი შემდეგი პროცესი 8 მაისსაა ჩანიშნული.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წაიკითხეთ ასევე:

8-9 მარტის აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი