ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 991 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 (10)-ე მუხლის შესაბამისად, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, 87 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

“დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.”, – წერს უწყება.

გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად, 904 ფიზიკური პირი დააჯარიმეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეზღუდვების თანმდევი რეგულაციების ფარგლებში. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა  ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.  განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.