ჩხოროწყუში სოფელ თაიას მიმდებარედ ხანძარია.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკიდია ბალახს და ეკალბარდს, მოსახლეობას კი საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ბოლო დღეებში ეს ჩხოროწყუში ტყის ხანძრის მეორე შემთხვევაა. 5 მარტს ხანძარი გაჩნდა სოფელ მუხურასთან.


გარეკანის ფოტო: გიორგი ნაჭყებია

ჩხოროწყუში ტყის ხანძარს ებრძვიან