საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს სიმღერას, რომლითაც თორნიკე ყიფიანი საქართველოს ევროვიზიის 2020 წლის კონკურსზე წარადგენს როტერდამში.
მაუწყებლის ცნობით, სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია.
თორნიკე ყიფიანის სიმღერაზე გადაღებული ვიდეო დაიდო ასევე ვებგვერდ Eurovision.tv-ზე.
ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
