სალომე ზურაბიშვილი კახეთში ვიზიტის ფარგლებში კოსმოსში გაგზავნილი “ჩაკრულოს” ერთ-ერთ შემსრულებელს შეხვდა.

როსტომ საღინაშვილის მიერ 41 წლის წინ შესრულებული “ჩაკრულო” ოქროს ფირფიტაზეა დატანილი, რომელიც “ვოიჯერით” კოსმოსში გაიგზავნა.

“კახეთში ყოფნისას როსტომ საღინაშვილის სახლს ვესტუმრე. 41 წლის წინ მისი ხმა კოსმოსში გაგზავნა, ამ ჩანაწერის წყალობით პოლიფონიური სიმღერა “ჩაკრულო” Voyager Golden Records-ის პროექტის ნაწილი გახდა”, – წერს პრეზიდენტი.

“ჩაკრულოს” გარდა ოქროს ფირფიტაზე დატანილია 115 სურათი, ბუნების ხმები (ტალღის, ქარის, ქუხილის, ასევე ფრინველების და ვეშაპების ხმები). ფირფიტაზე ასევე განთავსებულია სხვადასხვა კულტურის და ერის რჩეული მუსიკალური ნაწარმოებები, ორმოცდაცხრამეტ ენაზე წარმოთქმული მისალმება და ა.შ.