“მინისტრთა აღნიშნული რაოდენობის განახლების შემთხვევაში მთავრობა საჭიროებს ნდობის დამტკიცებას. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში პარლამენტში წარადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მოსაპოვებლად, საქართველოს პარლამენტი კი ვალდებულია 7 დღის ვადაში განიხილოს მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის მინიჭების კუთხით. მთლიანი პროცედურა მაქსიმუმ 14 დღე გრძელდება, რა თქმა უნდა, შეიძლება 2 დღეში დამთავრდეს, მაგრამ შეიძლება 14 დღეშიც დამთავრდეს. თუ პარლამენტი არ დაეთანხმება მთავრობის შემადგენლობას, ამ შემთხვევაში ამუშავდება კონსტიტუციით გაწერილი ნორმები, შემდეგ ხდება ახალი მთავრობის ფორმირება, წარდგენა, თუ კიდევ არ დაეთანხმება პარლამენტი, შემდეგ უკვე პრეზიდენტი იღებს გადაწყვეეტილებას დაითხოვოს თუ არა პარლამენტი”, – განმარტავს შალვა თადუმაძე.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:
“თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე, 5 დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა”, – ვკითხულობთ კონსტიტუციაში.
შეკითხვაზე, არსებობს თუ არა კონსულტაციები პრეზიდენტთან, მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცხადებს:
“ყველა საქმის კურსშია, ბუნებრივია, ეს უკვე პოლიტიკური პროცესია, ყველასთან მიმდინარეობს კონსულტაციები. მას შემდეგ, რაც მთავრობის ახალი შემადგენლობა იქნება ცნობილი და ოფიციალურად გამჟღავნებული, ამის შემდეგ მოხდება პრეზიდენტთან ამ ინფორმაციის გადაგზავნა”.

