შეკთხვას, ამართლებენ თუ არა ისინი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ბიუჯეტიდან 25 მილიონის მიღებას, გამოკითხულთა დიდი ნაწილი- როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებსა და სოფლებში- დადებითად პასუხობენ.
ეროვნული მაჩვენებლით 21% მიიჩნევს, რომ ეკლესიის მიერ ბიუჯეტიდან თანხის მიღება არასწორია, 22% პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო 55%–ის აზრით ეს გამართლებულია.
გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა(75%) ასევე არ იცოდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 4.5 მილიონი ლარი, რომელიც გადანაწილდება ოთხ რელიგიურ კონფესიაზე: კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ისლამური თემი და იუდეური თემი. გამოკიხულთა უმეტესობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ამართლებს.
გამოკითხულთა 39%–ის აზრით, ეს გადაწყვეტილება არასწორია, ხოლო 31% მიიჩნევს, რომ ეს გამართლებულია. 28%–მა პასუხზე უარი განაცხადა.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 3 942 ადამიანი, ყველა მათგანი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +/– 2.1%–ია.
