“დღეს ჩვენ დავლოცავთ ამ გვარებს და მომავალში ცოტა ხანს შეჩერდება დალოცვის წესი, რადგან ზოგიერთი რამ კიდევ დასაზუსტებელია”. – განაცხადა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით გვარების კურთხევის საკითხზე საპატრიარქოში სპეციალური ჯგუფი მუშაობდა.
სამების ტაძრის ეზოში არსებულ ერთ–ერთ შენობაში გვარის დალოცვის მსურველთათვის კონსულტაცია ყოველ ოთხშაბათს იმართება, რაშიც გვარის კურთხევის მსურველები, როგორც თავად ამბობენ, 120 ლარს იხდიან.
გვარის დალოცვის პროცედურებს, პატრიარქის კურთხევით, რამდენიმე ჯგუფი ახორციელებს, მათ შორის, სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი – „გვარი და გვარიშვილობა“, საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრების ცენტრი და ა.შ. იმ პროცედურის გათვალისწინებით, რაც გვარის კურთხევას უკავშირდება, ეს ცერემონია საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ა) საგვარეულო გერბის მოკვლევის ღირებულება – 170 ლარი;
ბ) საგვარეულო დროშის ღირებულება – 120 ლარი;
გ) საგვარეულო გერბის დამზადება – 400 ლარი;
დ) საგვარეულო დროშის დამზადება – 480 ლარი;
ე) ჩარჩო საგვარეულო ხატისთვის – 200 ლარი.
