“ორი სსიპის ხელმძღვანელი შეიცვალა. შესაძლოა, სხვებიც შეიცვალონ,”- ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა წულუკიანი ნეტგაზეთის კითხვაზე სამინისტროს სხვადასხვა უწყებებში ხელმძღვანელთა თანამდებობების დატოვების შესახებ.
რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს უფროსი, ეკატერინე კერესელიძე გაათავისუფლეს.
თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვა, ასევე, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით მაისურაძემ.
თანამდებობა დატოვებული აქვს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შენგელიასაც, თუმცა იუსტიციის მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შენგელიამ განცხადება დიდი ხნის წინ დაწერა.
