“ჩემი აზრით, მთავარი პროკურორი არც არასდროს ყოფილა კბილაშვილი, მის ნაცვლად პროკურატურაში გადაწყვეტილებებს იღებდა ლაშა ნაცვლიშვილი და ეს თვითონ ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, როგორც მახსოვს. რაც შეეხება გადადგომის მიზეზებს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი არასასურველი საქმე დაუგროვდათ და ბევრი შეცდომა დაუშვეს. ახლა კბილაშვილია ის ადამიანი, რომელზეც აპირებენ, რომ ხელი გაიწმინდონ და სწორედ ეს არის მიზეზი მისი გადადგომის”

ნადირაშვილის თქმით, საზოგადოების თვალში და ისტორიაში არჩილ კბილაშვილი დარჩება იმ მთავარ პროკურორად, რომელამაც ძალიან ბევრი არასწორი განცხადება გააკეთა:

ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილი

“მე შეგახსენებთ, რომ მისი პროკურორად დანიშვნიდან პირველივე ბრიფინგი მან გააკეთა ორგანოებით ვაჭრობის თემაზე, მან განაცხადა, რომ აქვს იმის დამადასტურებელი მასალები, თითქოს ჩვენ ადამიანის ორგანოებით ვვაჭრობდით. ამის შემდეგ ერთი წელი გავიდა და არც ერთი დამადასტურებელი ფაქტი მას არ დაუდია, სამაგიეროდ ძალიან დააზარალა ასეთი განცხადებით ქვეყნის იმიჯი. კბილაშვილია ის ადამიანი, ვინც ერთი წელი სპეკულირებდა ზურაბ ჟვანიას თემით და ისე წავიდა, რომ არც ერთი ნათელი განცხადება არ გაუკეთებია, კბილაშვილის ხელში გაიარა ხვედელიძის საქმემ და ხვედელიძე დღესაც დაუსჯელი დადის, და ასევე მისი მოღვაწეობის გვირგვინად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ მთავარმა პროკურორმა მთავარ მწამებელს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და ყველა პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა”, – აცხადებს ნადირაშვილი. ის არ გამორიცხავს, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობა ლაშა ნაცვლიშვილმა დაიკავოს:

“არ გამოვრიცხავ, რომ ნაცვლიშვილი დაინიშნოს ამ პოსტზე. შეიძლება ჩათვალონ, რომ ის, რაც პრაქტიკულად ისედაც ასე იყო, ახლა ფორმალურადაც გააფორმონ”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *