ამის შესახებ კბილაშვილმა ტელეკომპანია მე–9 არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. 

 

“რობაქიძის საქმე უკვე სასამართლოში არის წარმართული. ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში არიან მიცემული შს სამინისტროს იმჟამინდელი თანამშრომლები და საქმე განხილვის სტადიაშია. თუმცა რობაქიძის საქმე ამით არ ამოიწურება, გამოძიება გრძელდება სხვა პირთა დადგენის მიზნით. რაც შეხება ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, მას იძიებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. მე ვიცი, რომ ამ საქმეში არის პროგრესი. მაგრამ ჯერჯერობით, თუ რაში მდგომარეობს, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, თქმა არ არის მიზანშეწონილი. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ შესაბამის გონივრულ დროში აუცილებლად იქნება გახსნილი”– განაცხადა კბილაშვილმა. 

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *