“დანაშაულები, რომლებიც ყოველდღიურ ხასიათს ატარებდნენ, შეუძლებელია, რომ იყოს დადგენილი, მტკიცებულებით დადასტურებული და ყველა ამ ქმედების ჩამდენი პირი დასჯილი. ამიტომ ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც პასუხისმგებლობის მიღმაა დარჩენილი. მაგრამ კონკრეტულად ამ გამოძიების ფარგლებში 39 ადამიანი, სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელი მიცემულ იქნა პასუხისგებაში. მათ შორის თბილისში 17 ადამიანის მიმართ გამოვიდა განაჩენი. ქუთაისში რადმენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულების რამდენიმე თანამშრომლის მიმართ გამოვიდა განაჩენი და სხვა პროცესები მიმდინარე რეჟიმშია. ასე რომ, გვყავს ისეთებიც, ვისზეც კონკრეტულად წამების ბრლადებით უკვე სასამართლოს განაჩენია გამოტანილი და ციხეში არიან. იმ 17 ადამიანიდან, რომლებიც გასამართლდნენ ახლახან, მათ შორის არიან ადამაინები, რომლებიც წამების ბრალდებით იყვნენ ბრალდებულები და სასამართლოს განაჩენით ისინი იხდიან სასჯელს ციხეში. არიან ასეთებიც. უბრალოდ მასშტაბზეა ლაპარაკი, რომ შესაძლოა, უფრო ბევრი ადამიანი, ვინც წლობის განმავლობაში ამ მეთოდებს იყენებდა, სრულად არ არიან პასუხისმგებლობაში მიცემული’, – განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და თუ დამნაშავეების იდენტიფიკაცია განხორციელდება, მათი პასუხისგებაში მიცემაც მოხდება.
