ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაზღვევის ფარგლებში ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. კერძოდ, პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას.
ასევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფო დააფინანსებს გეგმიურ ოპერაციებს (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი. დაფინანსდება 70%-ით), ასევე დაფინანსდება ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80%-ით) და ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგური 500 ლარი და საკეისრო კვეთა 800 ლარი).
სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამის მოსარგლებლეებს უფლება აქვთ თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა საქართველოს ტერიტორიაზე.
