კომისია შეისწავლის, თუ რა მდგომარეობაშია სომხეთში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსული სამხედრო ბაზები და იქ განთავსებული სამხედრო ტექნიკა.
გორბულის თქმით, სამხედრო ბაზების შემოწმების პარალელურად აფხაზეთში მდებარე სამხედრო პოლიგონებზე ტაქტიკური წვრთნებიც ჩატარდება თავადაცვით ბრძოლებში. აფხაზეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში მყოფი T90 ტიპის ტანკები კი კრასნოდარის მხარეში დაგეგმილ წვრთნებში ჩაერთვებიან. სამხედრო წვრთნების დაწყება სომხეთში მდებარე სამხედრო ბაზაზეც იგეგმება.
როგორც ცნობილია, რუსეთმა ცოტა ხნის წინ სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ ოსეთსა და შავ ზღვაშიც დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შავ ზღვაში დაწყებული წვრთნების გამო შეშფოთება გამოხატა 29 მარტს.
