კბილაშვილის თქმით, პროკურატურამ გულდასმით შეისწავლა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც აჰმედ ჩატაევის ადვოკატები და ახლოებლები ჩატაევის უდანაშაულობაზე აპელირებენ. კბილაშვილმა საქმის დეტალების წინასწარი გამხელისგან თავი შეიკავა.

ახმედ ჩატაევი/ფოტო: ამერიკის ხმა
ახმედ ჩატაევი/ფოტო: ამერიკის ხმა

აჰმედ ჩატაევი დააკავეს 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელსაც ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა.

 

ჩატაევს ბრალი წაყენებული აქვს სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას.

 

ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს დუისის მოსახლეობა, რომლებმაც აღნიშნული მოთხოვნით დღემდე არაერთი საპროტესტო აქცია გამართა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *