ტექნოლოგიები

კომპანია Google “Google Glass”- ის გაყიდვას წყვეტს

20 იანვარი, 2015 • • 1342
კომპანია Google  “Google Glass”- ის გაყიდვას წყვეტს

კომპანიის განცხადებით, ის ერთგული რჩება ჭკვიანი სათვალის (smart glass) კონცეფციის და მისი სამომხმარებლო პროდუქციად ქცევის მიმართ, მაგრამ  Google Glass-ის ამ ფორმით წარმოებას წყვეტს. ნაცვლად ამისა, კომპანიას გადაწყვეტილი აქვს Google Glass-ის მომავალ ვერსიაზე იმუშაოს.

ექსპლორერის პროგრამა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს საშუალებას აძლევდა Google Glass 1 500 დოლარად შეეძინა, დაიხურება. ეს პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2013 წელს გაუშვეს, ხოლო ბრიტანეთში 2014 წლის ზაფხულზე გავრცელდა.

კომპანია აცხადებს, რომ ახალ შეკვეთებს უკვე აღარ იღებს, თუმცა იმ კომპანიების დახმარებას განაგრძობს, რომლებიც Google Glass-ით უკვე სარგებლობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი