სამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ მოიპოვებენ ჟურნალისტები ინფორმაციას აზერბაიჯანში?

16 აგვისტო, 2016 • 1393
როგორ მოიპოვებენ ჟურნალისტები ინფორმაციას აზერბაიჯანში?

რამდენად არიან ღია სახელმწიფო სტრუქტურები ინფორმაციის გაცემის საკითხში აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის და უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტებისთვის?

აზერბაიჯანის კონსტიტუციით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გამოითხოვოს, მოიპოვის, გადასცეს ან გაავრცელოს ინფორმაცია. სახელმწიფო ცენზურა მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებში იკრძალება. თუმცა, რეალური სურათი ქვეყანაში, განსხვავებულია.

ინფორმაციის მიღება, კანონმდებლობის შესაბამისადვე, შვიდი სამუშაო დღის ვადაში უნდა მოხდეს, ხოლო, თუ ამ პერიოდში ინფორმაცია აქტუალობას კარგავს, სახელმწიფო სტრუქტურებმა ის, დაუყოვნებლივ, 24 საათის განმავლობაში უნდა გასცენ.

“ინფორმაციის მიღების შესახებ” კანონით, ქვეყანას ინფორმაციის გაცემის დარგში ომბუდსმენი უნდა ჰყოლოდა. რამდენიმე წლის წინ, კანონში შეიტანეს ცვლილება, რომლის შესაბამისად, ინფორმაციული ომბუდსმენის ფუნქციები ადამიანის უფლებების საკითხებში ომბუდსმენის საქმიანობის სფეროში გადავიდა. საქმე იმაშია, რომ ახალი ფუნქციების დამატებით ადამიანის უფლებების საკითხებში ომბუდსმენისთვის, არც ბიუჯეტი გაუზრდიათ და არც შტატი. ამიტომაც, ფიზიკურად, ამ ახალი ფუნქციის სრულყოფილად შესრულებას ისინი ვერ შეძლებენ. ამიტომაც ისინი ცუდად ასრულებენ ამ საქმეს. ერთ-ერთი მიზეზი შტატის არაარსებობა და დაფინანასებაა. არ არის მართებული, მათთვის ამ ფუნქციის დაკისრება მატერიალური მხარდაჭერის გარეშე” – ამბობს ორგანიზაცია Transparency Azerbaijan-ის ხელმძღვანელი რენა საფარალიევა.

ყველაზე დიდ პრობლემად, სპეციალისტები მაინც ინფორმაციის გაცემის ვადებს ასახელებენ.

“ერთი თვიდან ორ კვირამდეა ინფორმაციის ვადა შემცირებული, თუმცა, ესეც ძალიან ბევრია. ჩინოვნიკებს საკმარისად ბევრი დრო აქვთ იმისთვის, რომ ამ მოთხოვნებს უპასუხონ. ორი კვირის ვადაში, ხშირად ინფორმაცია აქტუალობას კარგავს”, – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

Transparency Azerbaijan-ის ანგარიშში სახელწოდებით «Freedom of Information in the South Caucasus Countries» [“ინფორმაციის თავისუფლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში”] ასევე, ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის რიგი სტრუქტურები ბოლო წლებში აქტიურად ნერგავენ ელექტრონულ მომსახურებასა და მექანიზმებს ინტერნეტში ინფორმაციის მისაღებად.

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, რიგითი მოქალაქის შანსები, მიმართვისას ინფორმაცია მიიღონ, 35-40%-ია

Transparency Azerbaijan -მა ასევე გამოიკვლია სახელმწიფო ორგანოების პასუხები მიმართვებზე. სახელმწიფო უწყებები, როგორც აღმოჩნდა, სრულ და ამომწურავ პასუხებს გზავნიან მაშინ, როდესაც საკითხი მწვავე არ არის – მაგალითად, იუსტიციის სამინისტრო, აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციების შესახებ საკითხზე გამოთხოვილ ინფორმაციაზე, არ უთითებს ორგანიზაციების რიცხვს, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.

ღია და დახურული სახელმწიფო სტრუქტურები აზერბაიჯანში

“ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით შედარებით გახსნილია ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც ბიზნესმენები და სამოქალაქო საზოგადოება ფულს უხდიან. მაგალითად, თუკი გსურთ გადაიხადოთ გადასახადი ან გადასახადების სამინისტროში ანგარიში წადარგინოთ, ამის გაკეთება ძალიან მარტივია, ვინაიდან იქ ყველაფერი ელექტრონული ფორმითაა და გამჭვირვალე, ყველა ინფორმაცია ღიაა და ხელმისაწვდომი. ოპერატიულად იღებ ყველა კითხვაზე პასუხს, რომელიც გადასახადებს ან ანგარიშებს ეხება. უნაკლოდაა მოწოდებული, ასევე, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის ვებ-გვერდზე ინფორმაცია დასაქმებულთა და მათი ხელფასების შესახებ. სახელმწიფო სტრუქტურების გამჭვირვალობაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა, მხოლოდ იქ ნერგავენ, სადაც მათ სჭირდებათ. ამიტომაც რთულია შეფასება გააკეთო, რომელი სახელმწიფო სტრუქტურებია უფრო ღია, და რომელი დახურული. იმ ნაწილებშია ღია, სადაც აწყობთ”, – ამბობს რენა საფარალიევა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო [მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლებების] სტრუქტურების ინფორმაციული ღიაობის მონიტორიგს საინფორმაციო სისტემების მულტიმედია ტექნოლოგიების ცენტრი 2006 წლიდან ატარებს. ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ღიაობით აზერბაიჯანში გადასახადების სამინისტრო გამოირჩევა. მას სახელმწიფო მომსახურების საკითხებში სახელმწიფო კომისია, სოციალური დაცვის სახელმწიფო ფონდი და კავშირისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრო მოსდევს.

ყველაზე დახურულ სტრუქტურებს შორის აზერბაიჯანში შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასაზღვრო სამსახური, მინისტრთა კაბინეტი და ტყვეთა, მძევალთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეთა საკითხებში სახელმწიფო კომისია სახელდება.

პრეს-სამსახურები და ჟურნალისტები

ჯამილია ალეკპეროვა საზოგადობრივ-პოლიტიკური გაზეთის ექოს კორესპონდენტია. ის აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერობაზე გვიამბობს:

“2009 წლიდან ჟურნალისტი ვარ. ინფორმაციის მიღება სამინისტროს პრეს-სამსხურებისგან მარტივი საქმე არ არის. ინფორმაციის გაცემის საკითხში, ისინი ძირითადად, ხელმძღვანელ პირებზე არიან დამოკიდებული. თუმცა, არსებობენ ე.წ. უჩინარი პრეს მდივნებიც, რომლებიც საერთოდ არ ურთიერთობენ ჟურნალისტებთან. ზოგჯერ მათ ნაცვლად მათი დამხმარეები შემოდიან კონტაქტში. ასეთებს “მეორე პრესმდივნებს” ვარქმევთ”, – ამბობს ჟურნალისტი.

აზერბაიჯანში მომუშავე ჟურნალისტების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მაგალითად, შს სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი არასდროს პასუხობს მათ ზარებს და მედიასთან საკონტაქტოდ დამხმარეს “უშვებს”.

ფარვანა ბაირამოვა საინფორმციო სააგენტო “თურანის”, ასევე, Voice of America-ს ჟურნალისტია. ამბობს, რომ კომუნიკაცია ყველაზე მეტად საბაჟო კომიტეტთან და სასაზღვრო სამსახურთან უჭირს.

“ სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური პრაქტიკულად არასდროს გვპასუსობს, ამიტომ საერთოდ კარგავს აზრს მათთგან ინფორმაციის გამოთხოვა. ისინი კი, ვინც თანამშრომლობენ მედიასთან, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხშირად არასრულყოფილია”.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი