ახალი ამბები

შსს გატაცებული არასრულწლოვანის ძებნას აგრძელებს

22 თებერვალი, 2016 • 927
შსს გატაცებული არასრულწლოვანის ძებნას აგრძელებს

შსს-ში აცხადებენ, რომ 17 წლის არასრულწლოვანის გატაცების საქმესთან დაკავშირებით ძიება გრძელდება და სამართალდამცავებს ამ დრომდე გამტაცებლების ვინაობა არ დაუდგენიათ. სამინისტრო დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. მომხდარს შსს სსსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

არასრულწლოვანი უკვე მეოთხე დღეა გატაცებულია, მისი ოჯახის წევრები კი ფონიჭალის პოლიციის განყოფილების შენობასთან საქმის გამოძიების მოთხოვნით აქციებს მართავენ. როგორც ისინი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში აცხადებენ, მათ არასრულწლოვანი რამდენჯერმე ტელეფონით დაუკავშირდათ. გატაცებულის დედის განცხადებით, თუ პოლიცია მისი შვილის პოვნას დღის ბოლომდე ვერ შეძლებს, ოჯახი რუსთავი-თბილისის მაგისტრალურ გზას გადაკეტავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი