ახალი ამბები

საქართველომ ირანთან უვიზო რეჟიმი აამოქმედა

15 თებერვალი, 2016 • 2478
საქართველომ ირანთან უვიზო რეჟიმი აამოქმედა

დღეიდან ირანის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ.

ოფიციალური შეტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საქართველოში ირანის ელჩ აბას თალები ფარს  8 თებერვალს გადასცა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ 2016 წლის 15 თებერვლიდან კვლავ ამოქმედდა  შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინარული პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ“.

ირანის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინარულ პასპორტებს, უფლება ექნებათ ისარგებლონ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან ორმოცდახუთ დღემდე   ვიზის გარეშე ყოფნის უფლებით.

უვიზო რეჟიმის მოქმედება საქართველოს გადაწყვეტილებით 2013 წლის 1 ივლისიდან დროებით იყო შეჩერებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი