ახალი ამბები

პრეზიდენტი: განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

3 თებერვალი, 2016 • 985
პრეზიდენტი: განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება.

„ხარისხიანი განათლების სტანდარტის დამკვიდრებით საქართველომ უნდა უპასუხოს თანამედროვე კონკურენციის მაღალ მოთხოვნებს. რეფორმის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს. საჭიროა, პოლიტიკური ნება რეფორმის იმგვარად განსახორციელებლად, რომ განათლების სისტემამ საზოგადოების გრძელვადიან ინტერესებს უპასუხოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას.

მისი თქმით, განათლებული თაობა ცოდნაზე დამყარებული და პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოების მთავარ მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი