ახალი ამბები

ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ დღეს პრეზენტაცია გაიმართება

7 თებერვალი, 2011 • • 1019
ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ დღეს პრეზენტაცია გაიმართება

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაციის მიზანია 2010 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის  და ამ მხრივ ორგანიზაციის საქმიანობის შეფასება.

ღონისძიებას ცნობილი ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ასევე, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პრეზენტაციაზე საზოგადოებას წარუდგენს 2010 წელს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შედეგებს: სტრატეგიული სამართალწარმოება საქართველოში, საკონსტიტუციო სამართალწარმოება, იურიდიული დახმარების პროგრამა, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, იურიდიული კლინიკა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.

დღესვე ორგანიზაციის ახალი ვებგვერდის პრეზენტაციაც გაიმართება.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” წლიურ ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ბოლო ათ წელზე მეტია პერიოდულად აქვეყნებს. ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით მომხდარ ცვლილებებს და ორგანიზაციის წლური საქმიანობის შეფასებას მოიცავს.

წლიური ანგარიშის პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა სახლში გამართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი