ახალი ამბები

ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადების გაკეთება 20:00 საათისთვის გადადო

23 დეკემბერი, 2015 • 1319
ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადების გაკეთება 20:00 საათისთვის გადადო

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადების გაკეთება 2 საათით გადადო. პრემიერი საგანგებო განცხადებას დღეს, 20:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთებს.

მთავრობის პრესრელიზში ამჯერადაც არ არის დაკონკრეტებული, თუ რას შეეხება საგანგებო განცხადება, თუმცა დღეს დილიდან ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ პრემიერი გადადგომას აპირებს. სახელდება მისი შემცვლელის ვინაობაც- ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი კვირიკაშვილი.

საგანგებო ბრიფინგს ჟურნალისტები არ დაესწრებიან, თუმცა საზოგადოება პრემიერის გამოსვლას პირდაპირ ეთერში ნახავს.

ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბერს აირჩიეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. მანამდე ღარიბაშვილი იყო საქართველოს შს მინისტრი, ხოლო უფრო ადრე, ბიძინა ივანიშვილის ფონდ “ქართუს” ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი