ახალი ამბები

დევნილების განცხადებები გაეროსა და ევროკომისიას გაეგზავნება

22 ოქტომბერი, 2010 • • 1436
დევნილების განცხადებები გაეროსა და ევროკომისიას გაეგზავნება
მოძრაობამ  ,,არა’’, დევნილთა სახცოვრებლით დაკმაყოფილების მიზნით, ერთობლივი მოთხოვნების შეგროვება დაიწყო. საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და  განსახლების სამინისტროს წინ თორმეტამდე დევნილი მეხუთე დღეა შიმშილობენ. მათი მოთხოვნა უცვლელია. ისინი საცხოვრებელ ფართს თბილისში ითხოვენ. 
ამჟამად მოძრაობის ხელმძღვანელთან ორმოცდაოთხი ოჯახის  განცხადებაა. ლევან ჩიტაძე  განცხადებების შეტანას, ლტოლვილთა სამინისტროს გარდა, გაეროსა და  ევროკომისიაშიც აპირებს. 
,, კოლექტიური განცხადება  უფრო სერიოზული ბერკეტია, როგორც ევროკომისიისთვის,  ასევე  გაეროსთვის. ვაიძულებთ ყველა  პარლამენტარს, ყველა ნაციონალური საკრებულოს წევრს,  გიგი  უგულავას, რომ წაიკითხონ ეს დოკუმენტი და  პასუხი გასცენ გაეროს, თუ რატომ ჩაყარეს ეს ხალხი ასეთ მდგომარეობაში,’’ –  განაცახადა  ,,არას’’  ხელმძღვანელმა  ლევან ჩიტაძემ. 
სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ სვანიძე ამბობს, რომ სამინისტროს შემოთავაზება არ შეცვლილა: ,, ჩვენ ვთავაზობთ ამ ხალხს  სრულად რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს საქართველოს  სხვადასხვა რაიონებში. ეს ფართები მათ გადაეცემათ პირად  საკუთრებაში. ‘’
აქციაზე ერთ-ერთი დევნილი შეუძლოდ გახდა, ამიტომ მოშიმშილეთა კარავთან  სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოჩნდა. ექიმებმა კომენტარი  არ გააკეთეს.  მოშიმშილეები შიმშილის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი