ახალი ამბები

მედვედევი ნატოს სამიტს დაესწრება

19 ოქტომბერი, 2010 • • 1120
მედვედევი ნატოს სამიტს დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ნატო–რუსეთის სამიტს დაესწრება. საფრანგეთის ქალაქ დოვილში მყოფმა დიმიტრი მედვევმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის დიალოგის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

მედვედევის განცხადებას  გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიესალმება მედვედევის გადაწყვეტილების.

„აუციელებელია, რუსეთისა და ნატოს ურთიერთობებს კარგი საფუძველი ჰქონდეს, რადგან ყველა საფრთხე, რომელსაც მსოფლიოში  ვხედავთ, ნაწილობრივ ერთობლივი საფრთხეებია“,–განაცხადა მერკელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი