ახალი ამბები

სასამართლომ 17 მაისის საქმეში ბრალდებული პირები გაამართლა

23 ოქტომბერი, 2015 • • 1596
სასამართლომ 17 მაისის საქმეში ბრალდებული პირები გაამართლა

მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო ირაკლი ბასილაია (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოთამი). ირაკლი ბასილაიას 2013 წლის 17 მაისის კონტრაქციაში მონაწილეობის გამო ბრალი წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

ამავე მუხლით წარედგინათ ბრალი ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს, რომლებიც ასევე გაამართლა სასამართლომ.

სასამართლო ბრალდებულდა პირთა სისხლის სამართლის საქმეებს 2 წლის განმავლობაში განიხილავდა.

 

2013 წლის 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში უნდა გამართულიყო აქცია-ფლეშმობი, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს არ მისცეს სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს. კონტრაქციის მონაწილეებმა ლგბტ აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს, დაედევნენ, დალეწეს ავტობუსები და მიკროავტობუსები.

მასალების გადაბეჭდვის წესი