ახალი ამბები

“გაზპრომი არა პანორამა” – საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან [ფოტო]

17 ოქტომბერი, 2015 • • 2939
“გაზპრომი არა პანორამა” – საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან [ფოტო]

დღევანდელი აქციის მონაწილეებმა რუსულ კომპანია “გაზპრომთან” საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებები გააპროტესტეს. როგორც კანცელარიასთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებნენ, საქართველოსათვის ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნება და რუსული გაზისათვის თავის არიდება უმთავრეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

აქციას ტაბულას ჟურნალისტი, ავტორი და წამყვანი ირაკლი კიკნაველიძე უძღვებოდა. კანცელარიასთან შეკრებილ ადამიანებს, ტაბულას ჟურნალისტის შემდეგ, სიტყვით მიმართეს ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ, ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, იურისტმა ოთარ კახიძემ, ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ, პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის წარმომადგენელმა გიორგი ბადრიძემ და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, მოქმედი მთავრობის ეს ქმედება რუსეთთან კოლაბორაციის მცდელობაა, რასაც საქართველოსათვის დადებითი შედეგები არ მოჰვება.

“როდესაც რაღაც ფაქტის ახსნას ვცდილობ, იდიოტიზმი მირჩევნია ახსნა იყოს, ვიდრე კონსპირაცია. შეგვეძლო ეს უკიდეგანო სიბრიყვედ და პოლიტიკურ უწიგნურობად ჩაგვეთავალა, მაგრამ, მოდით, ჩავსვათ ეს ყველაფერი კონტექსტში…  მიკვირს და სირცხვილია, რომ ამ თემაზე საუბარი კიდევ გვიხდება,”- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საპროტესტო აქციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ახალი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთ დამფუძნებელი, გოგა ხაჩიძეც ესწრებოდნენ, თუმცა პოლიტიკოსებს მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი მოქალაქეებისთვის სცენიდან არ მიუმართავთ.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ “გაზპრომის” წინააღმდეგ გამართულ აქციებში სამოქალაქო საოგადოების ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი თქმით, გაზპრომთან საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებები ნიშნავს რუსეთის პირდაპირ ჩარევას საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საკითხებში:

“ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ ბმაშია ჩვენს დამოუკიდებლობასთან. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს მთავრობა დღეს ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორის, აზრებაიჯანის გაზს ცვლის ჩვენი მტრების, პუტინის რუსეთის, ქვეყნის, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, იმის ძვირადღირებულ გაზში. ფაქტობრივად, ეს არის მთავარი ნაციონალური საკითხების ღალატი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მართლაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აიმაღლოს ხმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის დათმობა მართლა არ შეიძლება.”
 
აქცია გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობის კანცელარია, თბილისი. 17.10.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

აქცია გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობის კანცელარია, თბილისი. 17.10.2015. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

13 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა, რათა მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილონ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობა. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გაზის იმპორტის დივერსიფიცირებაზე შეხვედრებს მართავს ”გაზპრომის” წარმომადგენლობასთან. ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა დაინტერესებულია, რომ სომხეთისთვის გაზრდილი მოცულობიდან საქართველომ უფრო მეტი გაზი მიიღოს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ”გაზპრომის” წარმომადგენლებს 25 სექტემბერს ბრიუსელში შეხვდა. ენერგეტიკის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე განიხილეს 2015-16 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები და საუბარი ასევე შეეხო სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებს. ორი დღის შემდეგ კი ამ საკითხზე კალაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: „სამუშაო შეხვედრა იყო, თქვენ იცით, რომ ჩვენ, გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანია ყოველ წელს ვაფორმებთ ხელშეკრულებას ”გაზპრომთან” საქართველოში გაზის შემოტანაზე. ასეთი შეხვედრები ყოველ წელს იმართება”.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დივერსიფიცირების მიზნით საქართველო ფიქრობს გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებზე.  კახა კალაძე უახლოეს პერიოდში მორიგ შეხვედრას გამართავს ”გაზპრომის” წარმომადგენლებთან. მოგვიანებით, კალაძემ დაამატა, რომ გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები კომერციული ოპერატორების თხოვნითაა განპირობებული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოულოდნელად გაემგზავრა ბაქოში 11 ოქტომბერს და იქ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი