ახალი ამბები

დმანისში აზერბაიჯანელი სპორტსმენი დაიხრჩო

26 ივლისი, 2010 • 1034
დმანისში აზერბაიჯანელი სპორტსმენი დაიხრჩო

დმანისში, პანტიანის ტბაში, ”მამაბოს” ევროპის ჩემპიონი, მიქაელ ორუჯოვი დაიხრჩო.

16 წლის სოპრტსმენი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო. იგი საქართველოში ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა მეგობრობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ორუჯოვი მეგობართან ერთად საბანაოდ წავიდა.

მეგობრების თქმით, გარდაცვლილს ცურვაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურდა. ორუჯივს ტბის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადაცურვა უნდოდა, თუმცა მეორე ნაპირამდე ვერ მიაღწია.

ორუჯოვის მეგობრის რამიზ მახტიევის თქმით, ”მეგობრები ვთხოვდით თავი შეეკავებინა, თუმცა რამდენიმე მეგობართან ერთად ის მაინც წავიდა ტბაზე. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი მის დასახმარებლად შევიდა, თუმცა ვეღარ იპოვა და პოლიცია გამოვიძახეთ.”

მაშველებმა 16 წლის სპორტსმენის ცხედარი ორსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს. ორუჯოვს ბაქოში დღეს გადაასვენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი