ახალი ამბები

ავტოკატასტროფას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

21 აპრილი, 2010 • 1253
ავტოკატასტროფას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ  ღრმა მწუხარება  გამოხატა 21 აპრილს მცირეწლოვანი ბიჭის ავტოსაგზაო შემთხვევაში დაღუპვასთან დაკავშირებით,რომელშიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანა იყო ჩართული.

 სადამკვირვებლო მისიამ ეს განცხადება თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

 ”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, მისი ყველა  თანამშრომლის  და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად თანავუგრძნობ ბიჭის ოჯახს”,- განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა.

 შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მოხდა.

ავტოავარიის დროს მეორე კლასის მოსწავლე დაიღუპა. ბიჭთან ერთად იყო დედა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

 თვითმხილველების თქმით ბავშვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანა დაეჯახა.

საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია სწავლობს.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი