ახალი ამბები

ბაკიევი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

14 აპრილი, 2010 • • 1161
ბაკიევი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

ყირგიზეთის პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი აცხადებს, რომ მზად არის თანამდებობა დატოვოს, იმ შემთხვევაში თუ მას და მის ოჯახს უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ.

ქვეყნის დროებითი მთავრობა გუშინ ღამით შეიკრიბა ბიშკეკში, თუმცა არანაირი განცხადება მათ არ გაუკეთებიათ.
რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი კი ქვეყანას აფრთხილებს, რომ ყირგიზეთი სამოქალაქო ომის წინაშე დადგება, თუ პოლიტიკური არასტაბილურობა ისევ გაგრძელდება.

დროებითი მთავრობა აქამდე აცხადებდა, რომ თუ არ გადადგება ბაკიევი, მას დაიჭერენ.
ამ დრომდე ბაკიევი  გადადგომაზე უარს აცხადებდა. მაგრამ პრესკონფერენციაზე, რომელიც მან ჯალალაბადში გამართა, ის პირობები წამოაყენა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც დათმობს პრეზიდენტის პოსტს.

“გადავდგები, თუ მექნება იმის გარანტია, რომ ყირგიზეთში შეირაღებული ხალხის ხეტიალი შეწყდება”. მან ასევე მოითხოვა პირადი და ასევე მისი ოჯახის,ნათესავების უსაფრთხოების გარანტია.
ბაკიევმა ასევე განაცხადა, რომ დროებითმა მთავრობამ ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს არაუგვიანეს ორი თვისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი