ახალი ამბები

ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ

4 აპრილი, 2010 • 1392
ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ

ქრისტიანული სამყარო 4 აპრილს  აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. წელს კათოლიკეები, პროტესტანტული და მართლმადიდებლური ეკლესიები ერთდროულად აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს. ეს უჩვეულო შემთხვევაა, რადგან ქრისტიანობის სხვადასხვა მიმართულებები სხვადასხვანაირად ითვლიან  აღდგომის დღესასწაულის თარიღს და მხოლოდ თითოეულ საუკუნეში სულ რამდენიმე წელია, როცა აღდგომის დღე ყველა ქრისტიანისთვის ერთ რიცხვს ემთხვევა.

სხვადასხვა სააგენტოს ცნობით იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. 

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათალიკოს პატრიარქმა ილია II –მ 3 აპრილს 11.40 საათზე განაცხადა, რომ რომ იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი თბილისის ვიცე მერმა მამუკა ახლედიანმა ჩამოიტანა.

სამების საკეთედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის დაწყებამდე მორწუნეებს პატრიარქის ტრადიციული სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი