ახალი ამბები

მეჭიაური: ივანიშვილმა ენჯეოშნიკ სოროსელს საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა

2 სექტემბერი, 2015 • 1592
მეჭიაური: ივანიშვილმა ენჯეოშნიკ სოროსელს საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა

“აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდნენ ჩვენი კოლეგები უმცირესობიდან, რომ  მას უნდა უზურპაცია გაუკეთოს ხელისუფლებას, ეროვნულ ბანკს და ასე შემდეგ. მე პირიქით გავაკრიტიკებ მას იმისათვის, რომ როცა ამის საშუალება ჰქონდა მას და როცა პასტას ვერ გააგდებინებდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მაშინ იმას აპატია და..

 

რაში დავადანაშაულებ კიდევ, რომ მან ერთი ენჯეოშნიკი სოროსელი, როცა მაშინ მას ეჭირა საქსოვი ჩხირები, გააგდებინა ხელიდან და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც”, – განაცხდა დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

ამ სიტყვებით დაასრულა მან გამოსვლა პარლამენტში, რომელიც “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ”  კანონში ცვლილებებს შეეხებოდა. სწორედ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაურია კანონპროექტის ავტორი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა.

 

საქართველოს პარლამენტი “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს  დღეს იხილავს. კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტი დღესვე უყრის კენჭს.

 

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონპრექტით წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუცების რეკომენდაციებთან წინააღმდეგობაში მოდის.

 

საპარალამენტო უმრავლესობამ  1 სექტემბერს გამართულ საკომიტეტო განხილვაზე მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. 

თამაზ მეჭიაური, 02/09/2015
თამაზ მეჭიაური, 02/09/2015

მასალების გადაბეჭდვის წესი