ახალი ამბები

სირიის საზღვართან მდებარე თურქულ ქალაქში აფეთქებას მინიმუმ 27 ადამიანი ემსხვერპლა

20 ივლისი, 2015 • • 1218
სირიის საზღვართან მდებარე თურქულ ქალაქში აფეთქებას მინიმუმ 27 ადამიანი ემსხვერპლა

აფეთქება ერთ-ერთი დაწესებულების ბაღში განხორციელდა, სადაც ასობით ადამიანი იმყოფებოდა.

 

გამოძიება არკვევს, განახორციელა თუ არა აფეთქვება თვითმკვლელმა-ტერორისტმა.


კობანი ქურთი მებრძოლებისა და “ისლამური სახელმწიფოს” დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი პოლიგონია. თავდაპირველად ქურთმა მებრძოლებმა ქალაქიდან ISIS განდევნა შეძლეს, თუმცა ცოტა ხნის წინ ქალაქი ისლამურმა სახელმწიფომ დაიკავა და იქ მცხოცრევ ქურთებს თურქეთში გადასვლა მოუწიათ.


სურუკში დღევანდელი შეხვედრა ახალგაზრდა სოციალისტების ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში, ბი-ბი-სის ცნობით, 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი სწორედ კობანის აღდგენის საკითხზე მსჯელობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი