ახალი ამბები

რუსი ბაიკერების მოტოციკლეტები საქართველოში პროტესტის ნიშნად გადაღებეს [ფოტო]

9 მაისი, 2015 • • 2098
რუსი ბაიკერების მოტოციკლეტები საქართველოში პროტესტის ნიშნად გადაღებეს [ფოტო]

ფოტოები, რომლებიც გადაღებულია თბილისში, როიალ ვაინის წინ, ფეისბუქში მომხმარებელმა Giorgi Chinchaladze-მ გამოაქვეყნა. როგორც “ნეტგაზეთს” “როიალ ვაინის” წარმომადგენელმა განუცხადა, ეს მოტიცკლეტები გუშინ მართლაც იდგა მათი ოფისის წინ, რადგან მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია ჰოსტელი. მისივე თქმით, მათ ოფისი საღამოს 10 საათზე დაკეტეს და მოტოციკლეტები იმ დროს იქ იდგა. თუ მერე მოხდა მათი გადაღებვა, მათ ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამენიმე დღეა საქართველოში გამოჩნდნენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ბაიკერების ჯგუფი “ღამის მგლები”, რომლებიც გადაადგილდებიან “გეორგიევსკის ლენტებით”, რაც გამოხატავს იმპერიალისტური რუსეთის რწმენას, დიდი რუსეთის დაბრუნების იდეას, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების ხოტბას. ამ სიმბოლიკით მათ გადაადგილებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საქართველოში აქტიურად აპროტესტებს მოქალაქეების ჯგუფი.

ბაიკერებმა, რომელთა მოტიცკლეტები გადაღებეს, “რუსთავი 2”-ის ეთერში, “კურიერთან” საუბარში განაცხადეს, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ “ღამის მგლებთან”.

რუსი ბაიკერების გადაღებილი მოტოციკლეტები, ფოტო ფეისბუქში გამოაქვეყნა მომხმარებელმა Giorgi Chinchaladze

მასალების გადაბეჭდვის წესი