თბილისმა სოხუმს უნიკალური საარქივო ვიდეოჩანაწერები გადასცა

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდზე ქართულმა მხარემ აფხაზეთის დელეგაციას ღირებული საარქივო ვიდეოჩანაწერები გადასცა.

“გადმოცემულ დისკზე არის ძველი ვიდეომასალები, რომლებიც აფხაზეთშია გადაღებული და სადაც ასახულია ჩვენი მაშინდელი ლიდერი, ნესტორ ლაკობა. გარდა ამისა, არის საარქივო მასალები, რომლებიც კავკასიის ომთან და შემდგომ პერიოდებთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა ჩირიკბამ.

  

აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უნიკალური ჩანაწერები ტელევიზიას, სახელმწიფო არქივსა და აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების სახელმწიფო ინსტიტუტს გადაეცემა. 

 

“ეს არის დისკუსიების მნიშვნელოვანი შედეგი. არაპოლიტიზებული განხილვების პროცესში შესაძლებელია რეალური, ნაყოფიერი საქმის კეთება და ამას გავაგრძელებთ”, – განაცხადა მინისტრმა.  

 

ჟენევის ბოლო დისკუსიების რაუნდი 17-18 მარტს გაიმართა.  


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია