ნინო გვენეტაძის კანდიდატურა გიორგი მარგველაშვილმა 17 თებერვალს წარადგინა, როცა იგი 28 კანდიდატიდან შეარჩია.
იურისტი ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემაში 1990-იანი წლებიდან მუშაობს. იგი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. 2005 წელს მან, მერაბ ტურავამ და თამარ ლალიაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაში საჯაროდ დაადანაშულა. მას თანამდებობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინარულმა კოლეგიამ 2005 წლის ბოლოს დაატოვებინა. ნინო გვენეტაძე 2012 წლამდე რესპუბლიკური პარტიის წევრიც იყო.