ენმ გახმაურებული მკვლელობების შესასწავლად საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა გახმაურებულ მკვლელობებზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც იური და ზურა ვაზაგაშვილების, ბარბარე რაფალიანცის, გოგი თათუხაშვილის, ეროსი კინწმარიშვილისა და აჩიკო მაისურაძის მკვლელობებს შეისწავლის.

“დღეს უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სახელით ჩვენ შევიტანეთ კანონპროექტი პარლამენტის საგამოძიებოიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კომისიამ უნდა შეისწავლოს ის გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები, რომელთა მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე ეხება შეკვეთილ მკვლელობებს და ისინი უკავშირდება ორგანიზებულ დანაშაულს ან/და იკვეთება პოლიტიკური მოტივაციები,” – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმიმადგენელმა სერგო რატიანმა.

 

სერგო რატიანის განცხადებით, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც დღეს შეუძლია და ვალდებულია აიღოს პასუხისმგებლობა და დააწესოს მკაცრი კონტროლი სამართალდამცავ ორგანოებზე, არის პარლამენტი.

 

საპარლამენტო ფრაქციების, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ნაციონალური მოძრაობა–რეგიონების” და “ნაციონალური მოძრაობა–მაჟორირატების” მიერ პარლამენტში წარდგენილ წერილში ნათქვამია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიაში 11 წევრი უნდა შედიოდეს, უფლებამოსილების ვადად კი 3 თვე უნდა განისაზღვროს.

 

საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, რომ საკითხი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში იქნას შეტანილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი