ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დევიდ კრემერი: აშშ–მა აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები უნდა აამოქმედოს

9 იანვარი, 2015 • • 1238
დევიდ კრემერი: აშშ–მა აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები უნდა აამოქმედოს

“ბაქოში სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ალიევმა არჩევნებში თავისი გამარჯვების შესახებ განაცხადა. დღეს აზერბაიჯანში იმაზე მეტი პოლიტპატიმარია, ვიდრე რუსეთსა და ბელორუსში ერთად. ეს ხდება იმიტომ, რომ ქვეყნის ხელისუფლება პარანოიის მსხვერპლი გახდა, და ალბათ სჯერათ, რომ საკუთარი მოქმედებების გამო პასუხისგება არ მოუწევთ. ბოლო 15 თვის განმავლობაში აშკარაა ბაქოს ანტიდასავლური, ანტიამერიკული ტონი. საქმე მივიდა იქამდეც, რომ აზერბაიჯანში აშშ–ის ელჩის, რიჩარდ მორნინგსთარის წინააღმდეგ გაკეთდა განცხადებები. ვფიქრობ, იქამდე არ შეიცვლის აზერბაიჯანის ხელისუფლება პოზიციას, სანამ არ გაიაზრებს, რომ ამისთვის პასუხს აგებს. დასავლურ ქვეყნებს ეფექტური ზემოქმედების ინსტრუმენტები გააჩნია.”

 

კრემერი მიიჩნევს, რომ ბაქოზე ზემოქმედების ერთ–ერთი ინსტრუმენტია ოლიმპიადა, რომელიც ბაქოში უნდა გაიმართოს. პოლიტოლოგის აზრით, პოლიტიკოსებმა ბაქოს მიერ ოლიმპიადაზე მიწვევაზე უარი უნდა განაცხადონ. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი