გერის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გერის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული კ.ც. დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, 2018 წლის 26 ნოემბერს მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა კ.ც-მ თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი შეესწრო.

სამართალდამცველებმა კ.ც. სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.