ახალი ამბებისამართალი

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატად 139 პირი დაარეგისტრირეს, მათ შორის, მიქაუტაძე და აზნაურაშვილი

7 ივნისი, 2019 • 5307
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატად 139 პირი დაარეგისტრირეს, მათ შორის, მიქაუტაძე და აზნაურაშვილი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 7 ივნისის სხდომაზე 144 განმცხადებლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ერთხმად დაარეგისტრირა 139 პირი.

მოსამართლეობის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს მამუკა ეგუტიძე, ლევან კოკორაშვილი, ნუგზარ სარია, ალუდა ღუდუშაური და მერაბ ქავთარაძე.

ოფიციალურად დარეგისტრირებულ კანდიდატებს შორის არიან გიორგი მიქაუტაძე და ზურაბ აზნაურაშვილი.

კანდიდატები და მათი ბიოგრაფიები - დააკლიკეთ

ბიოგრაფიების სანახავად დააკლიკეთ კანდიდატების სახელსა და გვარზე:

 

1. აბრამიშვილი ლალი

2. აბუსერიძე გოჩა

3. ადეიშვილი ირაკლი

4. აზნაურაშვილი ზურაბ

5. ალანია თამარ

6. აფციაური ნანა

7. აღნიაშვილი ივანე

8. ბეგიაშვილი ხვიჩა

9. ბენიძე მელიტონ

10. ბეჟანიშვილი თამარ

11. ბერეკაშვილი დიანა

12. ბოჭორიშვილი კობა

13. ბუაჩიძე ნინო

14. ბურჯანაძე თამარ

15. ბუსკაძე ნათია

16. გაბინაშვილი მერაბ

17. გაბუნია მარინე

18. გეწაძე შოთა

19. გვარამია ლევან

20. გველესიანი მაკა

21. გვენეტაძე გიორგი

22. გვრიტიშვილი ზაზა

23. გიგაური მაია

24. გიგუაშვილი ამირან

25. გიორგაძე ილია

26. გიორგაძე გრიგოლ

27. გლოველი მარინა

28. გოგიაშვილი გიორგი

29. გოგიჩაშვილი გიორგი

30. დარასელია ნანა

31. დვალიშვილი არჩილ

32. დოღონაძე ლევან

33. ერემაძე მირანდა

34. ვარძელაშვილი იოსებ

35. ვასაძე მამუკა

36. ვაჩაძე მაია

37. ზამბახიძე თამარ

38. თადუმაძე შალვა

39. თავართქილაძე ლაშა

40. თავაძე ზაზა

41. თევდორაშვილი გიორგი

42. თევზაძე ლევან

43. თოდუა უჩა

44. თოდუა ილონა

45. თოთოსაშვილი გოგიტა

46. თოიძე აკაკი

47. თოლორაია ნონა

48. თუმანიშვილი გიორგი

49. იაშვილი ალექსანდრე

50. კაკაბაძე ვლადიმერ

51. კალანდაძე ლაშა

52. კაპანაძე ლენა

53. კახნიაშვილი ავთანდილ

54. კევლიშვილი მთვარისა

55. კელენჯერიძე იზა

56. კვანტალიანი ნუნუ

57. კვაჭაძე მარინე

58. კვინიკაძე რუსუდან

59. კობახიძე კობა

60. კონდახიშვილი გიორგი

61. კოპალეიშვილი მაია

62. კოპალიანი იგორ

63. კორძაძე მარინე

64. ლაითაძე შოთა

65. ლაკერბაია თამარ

66. ლალიაშვილი თამარ

67. ლეგაშვილი იამზე

68. ლეონიძე თეა

69. ლიპარტია ნინო

70. ლომიძე ვეფხია

71. ლომიძე მერაბ

72. მაკარიძე გენადი

73. მამისეიშვილი დავით

74. მამულაშვილი ლეილა

75. მარგველაშვილი ნიკოლოზ

76. მარიამიძე გიორგი

77. მარსაგიშვილი ნიკოლოზ

78. მარუაშვილი ზაალ

79. მაღლაკელიძე ლავრენტი

80. მაჭავარიანი კახაბერ

81. მესხიშვილი ქეთევან

82. მესხორაძე ლევან

83. მიგრიაული როინ

84. მიქაბერიძე ლევან

85. მიქაუტაძე გიორგი

86. ნადიბაიძე ლელა

87. ნაჭყებია გიორგი

88. ნაჭყებია ნინო

89. ნიკოლაიშვილი გელა

90. ნიშნიანიძე ნინო

91. ოქროპირიძე თამარ

92. სალია ნუგზარ

93. სანდოძე ნინო

94. სვიანაძე მაია

95. სილაგაძე პაატა

96. სიხარულიძე თეიმურაზ

97. სოფრომაძე კახაბერ

98. სტურუა ბიძინა

99. სხირტლაძე ნუგზარ

100. ტაბაღუა ბესარიონ

101. ტაბლიაშვილი გია

102. ტყავაძე გიორგი

103. უბილავა გიზო

104. ფაფიაშვილი ლალი

105. ფუტკარაძე ედიშერ

106. ქადაგიძე ნინო

107. ქირია გელა

108. ქოქიაშვილი მაია

109. ქოჩიაშვილი ლაშა

110. ქურდაძე შალვა

111. ღანიშაშვილი მარო

112. ღიბრაძე დავით

113. ღურწკაია სოსო

114. შავაძე პაატა

115. შალიკაშვილი მორისი

116. ჩანტლაძე მადი

117. ჩანქსელიანი მაიზერ

118. ჩოფიკაშვილი არჩილ

119. ჩოხელი მანანა

120. ჩხაიძე თინათინ

121. ჩხეტია ანა

122. ცინცაძე ქეთევან

123. ცისკაძე მარიამ

124. ძაბუნიძე ამირან

125. ძაგანია კახაბერ

126. ძიმისტარაშვილი თეა

127. წერეთელი დავით

128. წიკლაური მამუკა

129. წიქარიძე შორენა

130. წულაძე ალექსანდრე

131. ჭყონია მარინე

132. ხარიტონაშვილი ნინო

133. ხაჩიძე დიმიტრი

134. ხინიკაძე ოთარ

135. ხუჭუა ვლადიმერ

136. ჯალაბაძე დავით

137. ჯეირანაშვილი გოჩა

138. ჯიყაშვილი მარინა

139. ჯორბენაძე მერაბ

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები – ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე – ითხოვდნენ, საბჭოს მეორე ეტაპზე არ გადაეყვანა მიქაუტაძე, ხოლო საბჭოს მოსამართლე წევრ თამარ ონიანს მონაწილეობა საერთოდ არ მიეღო პროცესში, რადგან ზურაბ აზნაურაშვილი მისი მაზლია.

დოლიძისა და ჯანეზაშვილის განცხადებით, მიქაუტაძის შემთხვევაში, რომელიც ამჟამად საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს, არგადაყვანის საფუძველი იყო არასრულად წარმოდგენილი აპლიკაცია.

ჯანეზაშვილის თქმით, გიორგი მიქაუტაძემ სამის ნაცვლად ორი რეკომენდაცია წარადგინა და იმისთვის, რომ მიქაუტაძემ შეძლოს დოკუმენტების დამატება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სხვა განმცხადებლებს ორი დღეა ურეკავენ და სთხოვენ დამატებითი დოკუმენტების წარდგენას, რითაც მიქაუტაძისთვის პრეცედენტს ქმნიან.

მსგავსი პროცედურები არ არის დადგენილი კანონმდებლობით. მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ პროცედურებში მონაწილეობს, განსაკუთრებით განმცხადებლებს – არ ჩაერთონ გიორგი მიქაუტაძის უკანონო თამაშში; იმისათვის, რომ მიქაუტაძის შეუვსებელი ან ხარვეზით შევსებული განაცხადი ჩაითვალოს მიზანშეწონილად და მოუძებნონ ამას გამართლება, არ ჩაერთონ ამ პროცესში და არ აჰყვნენ მის უკანონო პროცედურებს”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

რაც შეეხება ზურაბ აზნაურაშვილს, ის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, თამარ ონიანის მაზლი.

“ის რეალური ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც სახეზეა, არ უნდა დავუშვათ. ამით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თამარ ონიანის მიერ სხვა კანდიდატების შეფასების მიკერძოებლობა. ამიტომ თამარ ონიანი, ჩვენი ღრმა რწმენით და მოწოდებით, ამ პროცესს უნდა ჩამოშორდეს”, – აცხადებდნენ ჯანეზაშვილი და დოლიძე რამდენიმე დღით ადრე.

მიუხედავად ამისა, თამარ ონიანმა საკუთარ თავს აცილება არ მისცა. მან სხდომაზე თქვა, რომ თავისი მაზლი ორი წელია არ უნახავს, თუმცა ამ დროს მიკროფონი გამორთული იყო და, შესაბამისად, მისი ეს განცხადება სხდომის ოქმში ვერ დაფიქსირდება.

  • მთავარ ფოტოზე: მარცხვნივ – გიორგი მიქაუტაძე, მარჯვნივ – ზურაბ აზნაურაშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევად ხელახალი კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მიმდინარე წლის იანვარში მიხეილ ჩინჩალაძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატებმა, სულ, 10-მა ადამიანმა, წინა კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. აღნიშნულს წინ უძღოდა საზოგადოების ნაწილის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობა, რომელიც აღნიშნულ სიაში მყოფ მოსამართლეებს უნდობლობას უცხადებდა და მათ “კლანად” მოიხსენიებდა.

იმ მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კანდიდატურები უკან გაიწვია, ამჟამინდელ კონკურსშიც მონაწილეობს. მათ შორის არიან მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე. პროცესს მხოლოდ გვრიტიშვილი და ჩინჩალაძე გამოეთიშნენ.

საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი