“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)” 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაცია ამბობს, რომ არჩევნების მონიტორინგს 12 საარჩევნო ოლქში 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი და 10 მობილური ჯგუფი აწარმოებდა.
„სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში, რომელიც მთაწმინდის, მარნეულისა და ზუგდიდის ყველა (100%) საარჩევნო უბნიდან მიიღო.
„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ იმ კანდიდატების შედეგებს, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტი დააგროვეს.
#1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი
- #41 ვლადიმერ კახაძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 41.0%
- #13 შალვა შავგულიძე – ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 36.8%
- #42 ლევან იოსელიანი – დამოუკიდებელი – 6.5%
- #35 გერმანე საბო – გირჩი – 4.8%
- #45 გრიგოლ გეგელია – დამოუკიდებელი – 3.1%
- #43 კობა დავითაშვილი – დამოუკიდებელი – 2.9%
- #44 სოფიო ხორგუანი – დამოუკიდებელი – 2.6%
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქი
- #41 ზაურ დარგალი – ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო – 78.6%
- #5 აგილ მუსტაფაევი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 11.5%
- #2 აკმამედ იმამკულიევი – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის – 7.5%
- #42 ალი ბადიროვი – დამოუკიდებელი – 1.2%
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი
- #41 გიორგი შენგელია – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 54.2%
- #5 სანდრა ელისაბედ რულოვს – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.8%
9 მაისს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს, რადგან 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო ხმების 41%, ხოლო “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ – 36.83%.
ამ დროისათვის დათვლილია ყველა უბნის შედეგი.
ცესკოს წინასწარი შედეგები:
ხუთივე თვითმმართველ ქალაქში “ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს – წინასწარი შედეგები
კახაძე 41%, შავგულიძე 36.83%, ინიშნება II ტური — მთაწმინდის არჩევნების შედეგები