ახალი ამბები

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სექსისტური პოსტი თინა ბოკუჩავაზე

16 მაისი, 2019 • 3535
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სექსისტური პოსტი თინა ბოკუჩავაზე

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თაზო ფაცაციამ, დღეს დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე სექსისტური პოსტი დაწერა, რაზეც, როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ჩვენთან საუბრის შემდეგ თაზო ფაცაციამ პოსტი წაშალა. თუმცა, პოსტში ის ამბობდა:

სქრინი ფეისბუკიდან.

“სექსისტური მაშინ იქნებოდა ეს პოსტი, მე რომ მის პიროვნულ მახასიათებლებს შევხებოდი, მე მის პიროვნულ  ნაწილს არ შევხებივარ, მე შევეხე მის განათლებას. ქართული მაინცდამაინც მთლად მჭერმეტყველურად არ ვიცი, მაგრამ ეს მეგრულ – ქართულად დაწერილი პოსტი იყო. იმიტომ, რომ ის მე მეუბნებოდა, რომ გაუნათლებელი ვარ და სწორედ ჩემი გაუნათლებლობის გამო შემომეწერა ეს პოსტი”, – ამბობს თაზო ფაცაცია ნეტგაზეთთან საუბარში.

კითხვაზე, აპირებს თუ არა, საჯარო ბოდიში მოიხადოს, ფაცაცია აცხადებს, რომ არა და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მისი აზრით, მხოლოდ თინა ბოკუჩავას განათლებას შეეხო და არა მის პიროვნულ მახასიათებლებს.

თაზო ფაციაციას პოსტს ფეისბუკზე კრიტიკა მოჰყვა ქსელის მომხმარებლების მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ზუგდიდში მერის არჩევნები უნდა გაიმართოს, რის გამოც ბოლო დღეებში ქალაქში სიტუაცია დაძაბულია. ქალაქის საკრებულოსა და საარჩევნო ოლქის შენობაში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.

ამავე თემაზე

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სექსისტური პოსტის გამო ბოდიშს იხდის

მასალების გადაბეჭდვის წესი