ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში დაკავებულ ჟურნალისტს პატიმრობა შეუფარდეს

31 ოქტომბერი, 2014 • • 1008
აზერბაიჯანში დაკავებულ ჟურნალისტს პატიმრობა შეუფარდეს

ჟურნალისტს სამართალდამცავებმა ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის წაუყენეს. გარაევი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, და აცხადებს, რომ მისთვის ბრალის წარდგენა პოლიტიკურად მოტივირებულია. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

 

აზერბაიჯანის პოლიციამ გაზეთის “აზადლიგის” თანამშომელი და მისი ონლაინ პორტალის ტექნიკური დირექტორი, ხალიდ გარაევი გუშინ დააკავა.

 

პირველი განცხადება მისი დაკავების შესახებ თავად ჟურნალისტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მაშინ გააკეთა, როდესაც ის პოლიციას განყოფილებაში მიჰყავდათ, თუმცა, დაკავების მიზეზებზე მას არ დაუწერია.

 

ჟურნალისტმა, ხადიჯა ისმაილოვამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გარაევი “პოლიციური რეჟიმის კიდევ ერთ მსხვერპლად” დაასახელა. მისივე თქმით, ჟურნალისტის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე გამოცემამ, სადაც ის მუშაობს დაიწყო გადაცემა “აზერბაჯანული საათის” თანამგზავრით ტრანსლირება. გადაცემის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულება აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა საკითხების გაშუქებაა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი