ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში ოპოზიციური პარტიის აქტივისტი დააკავეს

31 ოქტომბერი, 2014 • • 1184
ბაქოში ოპოზიციური პარტიის აქტივისტი დააკავეს

მიზრალი პარტიის ახალგაზრული ორგნიზაციის წარმომადგენელია. სასამართლომ ის წვრილმან ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დამნაშავედ სცნო და 20-დღიანი ადმინისტრაციული პარტიმრობა შეუფარდა. 


“მირზალი 30 ოქტომბერს საავტომობილო გზაზე დააკავეს. ის ფეხით მოძრაობდა. სამართალდამცავები დაინტერესდნენ, თუ რატომ მიდიოდა ავტომობილებისთვის განკუთვნილ გზაზე. მან განუმარტა, რომ საფეხმავლო გზა ამ მონაკვეთში არ არის და იძულებულია ამ გზით იაროს. ამის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და დაკავების ოქმი შეადგინეს იმგვარად, თითქოს მან უცენზურო სიტყვებით მიმართა პოლიციელებს და არ დაემორჩილა,”- განუცხადა გამოცემას გეზალ ბაირამლიმ, პარტია სახალხო ფრონტის წარმომადგენელმა. მისი თქმით, აქტივისტს სწორედ პოლიტიკური მოტივებით დევნიან. 

 

“მუჰამედი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჯარში მსახურობამდე. ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ჯარიდან და გააფრთხილეს, რომ ოპოზიციური საქმიანობით აღარ დაკავებულიყო. თუმცა ისევ აქტიურად მონაწილეობდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობაში.” 

 

გუშინ აზერბაიჯანის პოლიციამ გაზეთის “აზადლიგი” თანამშომელი და მისი ონლაინ პორტალის ტექნიკური დირექტორი, ხალიდ გარაევი დააკავა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი