ახალი ამბებიხელოვნება

Avengers: Endgame-ის პრემიერა საქართველოში 28 აპრილს შედგება

26 აპრილი, 2019 • 3044
Avengers: Endgame-ის პრემიერა საქართველოში 28 აპრილს შედგება

საქართველოში Avengers: Endgame-ის პრემიერა კვირას, 28 აპრილს, 23:45 სთ-ზე შედგება.

ფილმს ყველა მოქმედ კინოთეატრში (“კავეა” “ისტ ფოინთი”, “კავეა გალერია”,”კავეა მოლი”, “ამირანი”, “აპოლო ბათუმი”) ერთდროულად აჩვენებენ. კინოთეატრებში ფილმის ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს ყველა ენაზე ექნება.

ფილმი უკვე გავრცელდა რამდენიმე არაოფიციალურ საიტზე, შესაბამისად, მარველის კინოსამყაროს მოყვარულების დიდმა ნაწილმა ფილმი უკვე ნახეს. ნეტგაზეთი ე.წ. “სპოილერებისგან” თავდასაცავად გთავაზობთ წაიკითხოთ:

რა თანმიმდევრობით უნდა ნახოთ “მარველის” ფილმები – ქრონოლოგია

მასალების გადაბეჭდვის წესი