ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

19 მილიონერი სომხეთის პარლამენტში

23 ოქტომბერი, 2014 • • 1396
19 მილიონერი სომხეთის პარლამენტში

მათ შორის ცხრა მილიონერი მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატია [პარტიის ლიდერი სერჟ სარგსიანი], ცხრა  – ფრაქციის “აყვავებული სომხეთი” წევრია [ამ პარტიას სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი და ხელისუფლების შეცვლის მიზნით შექმნილი საპროტეტსო მოძრაობის ლიდერი გაგიკ ცარუკიანია] და მხოლოდ ერთი დეპუტატი-მილიონერი, არა გრიგორიანი, უპარტიოა. 


2013 წლის ბოლოს შევსებული დეკლარაციების მდგომარეობით, პარლამენტის ყველა დეპუტატის ფინანსები 49.1 მილიონ დრამს, 80.7 მილიონ აშშ დოლარსა და 27.1 მილიონი ევროს შეადგენს. ამ თანხის მთლიანი ჯამი აშშ დოლარის ეკვივალენტში 235.1 მილიონს შეადგენს. გაზეთი წერს, რომ პარლამენტში ყველაზე მდიდარი ფრაქცია “აყვავებული სომხეთია,” ყველაზე მდიდარი დეპუტატი კი, გაგიკ ცარუკიანი, რომელიც ბოლო დეკლარაციის შესაბამისად, 134.2 მილიონ აშშ დოლარს ფლობს. 

 

სომხეთის საზოგადოებაში ნაკლებად სჯერათ იმის, რომ პარლამენტში მხოლოდ 19 მილიონერი დეპუტატია. მცირე ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულად ყველა ერთმანეთს იცნობს, გათვითცნობიერებული არიან, ვის რა ეკუთვნის და ამა თუ იმ ბიზნესს ქვეყანაში ვინ აკონტროლებს, და მიიჩნევენ, რომ დეპუტატების შემოსავლების შესახებ დეკლარაციები არ შეიძლება იყოს  სრული და ობიექტური. 


ხშირია შემთხვევები, როდესაც ოლიგარქები საკუთარ უძრავ ქონებასა და საწარმოებს ახლო ნათესავებზე აფორმებენ და საკუთარი შემოსავლების დამალვას ამგვარად ცდილობენ.


სომხეთში მინიმალური ხელფასი 45 ათასი დრამია [110 აშშ დოლარზე ცოტა მეტი] 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი