კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ზელენსკი-პოროშენკოს დებატები მიმდინარეობს

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის დებატები მიმდინარეობს. დებატებს ორივე კანდიდატის მხარდამჭერები ესწრებიან.

თავდაპირველად კანდიდატებს, მხარდამჭერებისთვის რომ მიემართათ, 5-5 წუთი ჰქონდათ გამოყოფილი, რის შემდეგაც დებატები დაიწყო. 36 წუთის განმავლობაში კანდიდატები ერთმანეთის კითხვებს უპასუხებენ.

ფოტო: EPA

პოროშენკო დებატებში ზელენსკიმ ვიდეორგოლით გამოიწვია, რომელიც ოლიმპიურ სტადიონზე იყო გადაღებული. პეტრო პოროშენკომ ზელენსკის ასევე ვიდეომიმართვით უპასუხა.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვლადიმერ ზელენსკიმ ხმათა 30.24% მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი – 15.95%. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

ფოტო: EPA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.